საქართველოში გამოჩნდა მეწარმეობის სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეთათვის

გამოწერა
საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ ჯერჯერობით არ არის სავალდებულო, მაგრამ მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. სწავლება მიმდინარეობს 220 სკოლაში.

საქართველოში მე-10-11 კლასის მოსწავლეები შეისწავლიან  მეწარმეობას ახალი სახელმძღვანელოთი, რომელიც შეიმუშავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად.

ეს საპილოტე პროექტი მოიცავს საქართველოს 220 სკოლას. ჯერჯერობით საგანი „კერძო მეწარმეობის საფუძვლები“ არ არის სავალდებულო, მაგრამ განათლების სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

„ძალიან საინტერესო საგანია და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეს ელემენტები შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში თუნდაც საკითხებად დაშლილი. ადრიდანვე ახალგაზრდობის მომზადება  აუცილებელია, რათა ქვეყანაში განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი,“-განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  პედაგოგებთან შეხვედრაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მეწარმეებს უფასოდ გადაამზადებს

მინისტრი შეხვდა პედაგოგებს,რომლებიც ასწავლიან „მეწარმოების საფუძვლებს“. პედაგოგებმა მიაწოდეს მას ინფორმაცია სკოლებში ახალი საგნის დანერგვის პროცესის შესახებ.

„მეწარმოების“ საგანი ავითარებს დაგეგმვისა და ორგანიზაციის უნარებს, ასევე ასწავლის იდეების განხორციელებას კონკრეტულ საქმიანობაში,რომელიც მომავალში მოიტანს შემოსავალს და იძლევა თვითრეალიზაციის საშუალებას, აღნიშნეს სამინისტროში

ყველა ახალი ამბავი
0