თბილისის მერია მეწარმეებს უფასოდ გადაამზადებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, 400 მეწარმის უფასოდ გადამზადებას გეგმავს, იუწყება მერიის პრეს–სამსახური.  

„სასწავლო კურსი ბიზნესსექტორის წარმომადგენელთათვის სამ სასწავლო მოდულს მოიცავს: საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა და სახელმწიფო შესყიდვები“, — ნათქვამია განცხადებაში. 

 ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. 

მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ მიიღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, ან გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია "ფინანსთა სამინისტროს აკადემიის" ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

 


ყველა ახალი ამბავი
0