ეუთო თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თანაგრძნობას გამოხატავს

© REUTERS / UMIT BEKTASტერაქტი ანკარაში
ტერაქტი ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს წარმომადგენლებმა ანკარის ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივ მოქმედებებს მოითხოვს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ეუთოს ხელმძღვანელობამ მწუხარება გამოთქვა ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

შეგახსენებთ: დანაღმული ავტომობილი 17 თებერვალს აფეთქდა ანკარაში პარლამენტისა და გენერალური შტაბის სიახლოვეს. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თურქეთის გენერალური შტაბის პერსონალით სავსე ტრანსპორტი შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერდა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაიჭრა.

ტერაქტის ადგილი, ანკარა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთს უსამძიმრებს

„ეუთოს თავმჯდომარემ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ კატეგორიულად დაგმეს ანკარაში მოხდარი ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაიჭრა“, — განაცხადეს ორგანიზაციის პრესსამსახურში.

შტაინმაიერმა და ზანიერიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს, ხოლო დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს, ცალკე ბრძოლა არცერთ სახელმწიფოს არ ძალუძს. ეუთო კვლავაც იმუშავებს და მხარს დაუჭერს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებსა და მის პარტნიორებს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, — ციტირებს ზანიერის სიტყვებს ეუთოს პრესსამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0