ოპოზიციას საქართველოს მთავრობის შემადგენლობის შემცირების არ სჯერა

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი კოალიცია მინისტრების რაოდენობას არ შეამცირებს, რადგანაც არჩევნების წინ ადამიანების გათავისუფლებას არ გარისკავს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ მინისტრებისა და უწყებების რაოდენობას არ შეამცირებს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა.

უფრო ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მინისტრთა კაბინეტის განახევრების — რიგი მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების თანამდებობების გაუქმების წინადადებით გამოვიდა, რომლის მიზანიც სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა.

მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოში შესაძლოა მინისტრების რაოდენობა შემცირდეს

„ქართულ ოცნებას“ დღეს მინისტრების რაოდენობის შემცირება არ  შეუძლია, რადგანაც ისინი დღეს ამდენი ხალხის არჩევნების წინ გაშვებას ვერ გარისკავენ. ეს ხელისუფლება ბიუროკრატიაზეა ორიენტირებული და ყველამ ვიცით, როგორაა გაზრდილი შტატები არა მხოლოდ სამინისტროებში, არამედ თვითმმართველობის ორგანოებშიც“, — განაცხადა რატიანმა ტელეკომპანია „tv პირველის“ ეთერში.

გარდა ამისა, რატიანმა განაცხადა, რომ არის იმის საშიშროება, რომ მინისტრების შემცირების შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მომავალში ვეღარ დასაქმდებიან.

„ახლა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკა ჩინოვნიკებისთვის ტარდება და არა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, და ისინი უმუშევრები დარჩებიან, რადგანაც მთავრობა ფულს ბიუროკრატიაში დებს და არა ბიზნესში“, — განაცხადა რატიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ  მომავალში მთავრობის შემადგენლობის შემცირებას არ გამორიცხავს და აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა ქვეყანაში შექმნილი ვითარების ანალიზი და რეალური შეფასება.

ყველა ახალი ამბავი
0