თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში მთავრობის შემადგენლობა განახევრდეს.
მთავრობის ოპტიმიზაციის თაობაზე პირველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ალაპარაკდა. მან, რიგი სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების თანამდებობების გაუქმების გზით, მინისტრთა კაბინეტის განახევრების წინადადება წამოაყენა, რათა სახელმწიფო ხარჯები შემცირდეს.
„სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. თუ რა სამინისტროები და როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ამას სჭირდება კარგი ანალიზის გაკეთება. რეალურად, იმ მდგომარეობის და რეალობის შეფასება, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით“, — განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიფინგზე.
ამ დროისათვის საქართველოს მთავრობა 16 სამინისტროსა და სამი სახელმწიფო მინისტრისგან შედგება.