ბელარუსი მზადაა, დააკვირდეს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშილიდია ერმოშინა
ლიდია ერმოშინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბელორუსიელი დამკვირვებლები მზად არიან, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, საქრათველოში ჩამოვიდნენ, — განუცხადა Sputnik–ს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია ერმოშინამ.
„თუ კოლეგები მიგვიწვევენ — და ვფიქრობ, რომ მიგვიწვევენ —აუცილებლად ჩავალთ საქართველოში. ჩვენ ძალიან კარგი, თბილი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჩავალთ. ჩვენც გვაქვს საპარლამენტო არჩევნები წელს, ოღონდ, სექტემბერში და  ჩვენც ასევე ველოდებით კოლეგებს საქართველოდან“, —  თქვა ერმოშინამ.

ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია არჩევნების ჩატარების საქმეში, ხაზი გაუსვა ბელარუსის ცსკ–ის თავმჯდომარემ.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი 2016 წლის არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვებაში დარწმუნებულია

„პირველად საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს „ვარდების რევოლუციის“ წინ ვაკვირდებოდით და მას შემდეგ რეგულარულად ვაკვირდებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. თუმცა არჩევნები — ეს მხოლოდ ინსტრუმენტია. მთავარია, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, — აღნიშნა ლიდია ერმოშინამ.

ბელარუსის ცსკ–ის თავმჯდომარე თბილისში ორდღიან რეგიონულ კონფერენციაში „ფული პოლიტიკაში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. კონფერენციის მიზანია, აღმოაჩინოს და გადაჭრას პრობლემები, რომლებიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ პარტიათა და ანტიკორუფციული სამსახურების საქმიანობაში შეინიშნება.
„ამ კონფერენციაზე ჩვენი ყოველწლიური შეხვედრების შედეგად აღმოვჩნდით, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აწყობს ხოლმე თებერვალში. ეს დიდებული ინიციატივაა. ეს ძალიან ბევრ პროფესიულ კონფერენციას ცვლის… მიმაჩნია, რომ შეხვედრები საქართველოში ყველაზე პოპულარული გახდა“, — ამბობს ერმოშინა. 

18 თებერვალს დაწყებულ კონფერენციაში, სახელწოდებით „ფული პოლიტიკაში“, სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ექსპერტული საზოგადოების ასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ორგანიზებით იმართება ეუთოს,  ევროსაბჭოს, დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აგრეთვე მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდური ინსტიტუტის (NIMD) მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0