პრემიერი 2016 წლის არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვებაში დარწმუნებულია

© пресс-служба премьер-министра Грузииირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კოალიცია ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ჩაანაცვლა.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ თავისი გუნდი, მმართველი კოალიცია ”ქართული ოცნება”, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

 „ეჭვიც არ მეპარება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ადამიანებსა და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართ. ჩვენ ვართ სამართლიანობაზე, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საქართველო გავაძლიეროთ“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კოალიცია ”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ჩაანაცვლა. 


ყველა ახალი ამბავი
0