თურქეთის პირველი დიპლომატის თბილისური შეხვედრები

გამოწერა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. Sputnik —ი წარმოგიდგენთ შეხვედრის ამსახველ ვიდეო-კადრებს.

მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქი მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მინდია ჯანელიძეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.მინისტრების განცხადებით, საქართველო–თურქეთის სტრატეგიული საბჭოს პირველი შეხვედრა პრემიერების დონეზე უახლოეს მომავალში შედგება.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - Sputnik საქართველო
საქართველო–თურქეთის სტრატეგიული საბჭო მუშაობას მოკლე ხანში შეუდგება

ვიზიტის ფარგლებში თურქი მინისტრი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნა. ჩვენმა პრემიერებმა დავოსში მოილაპარაკეს, რომ პირველი შეხვედრა მარტში ან აპრილში გაიმართოს. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყოს, ვინაიდან მასში პრემიერები და მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას“, — ციტირებს ჩავუშოღლუს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ვებგვერდი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალი საბჭოს მუშაობის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნება განხილული ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტები.

ყველა ახალი ამბავი
0