თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik.მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შემავალი“ქართული ოცნება-მრეწველები“-ს ფრაქციის თავჯდომარეს მოუწევს პასუხის გაცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის მისამართით ნათქვამ განცხადებებზე, განაცხადა პოლიტსაბჭოს ერთერთმა წევრმა და უმრავლესობის დეპუტეტმა დავით ბერძენიშვილმა.
გასულ კვირას გაზეთ“საქართველო და მსოფლიო“-ს ინტერვიუში თოფაძემ დაადანაშულა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იმაში,რომ მან გააყალბა საგარეჯოს რაიონში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგები,და ამით შეარცხვინა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“.
“თავდაცვის მინისტრი თოფაძეს მიზანში ჰყავს ამოღებული.თინათინ ხიდაშელი არის საქართველოს ხელისუფლების ერთერთი მთავარი წარმომადგენელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.დღეს მე ვლაპარაკობდი როგორც „ქართული ოცნების“ კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრი და ამ თემას ჩვენ ბუნებრივია განვიხილავთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. და თუ ბატონი გოგი თოფაძე მობრძანდება,მას მოუწევს პასუხის გაცემა,რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება არჩევნების გაყალბებაში“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.დეპუტატმა ასევე მოუწოდა „მრეწველთა“ფრაქციას,რომლის თავჯდომარე არის თოფაძე,დააფიქსიროს პოზიცია, ანდა „მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.
“პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გასცენ პასუხი კოალიციის პოლიტსაბჭოს.ეს გახლავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრზე მასირებული შეტევის ნაწილი, და აქ მხოლოდ ერთი თოფაძე არ არის.თუ ის ერთადერთია პარლამენტში,პარლამენტს გარეთ არიან სხვებიც.ეს გეგმა,როგორც ჩანს,დაწერილია არამხოლოდ საქართველოში,და ამ სიტუაციაში მე რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ ჩემ ხელისუფლებასა და თავდაცვის მინისტრს“,-აღნიშნა ბერძენიშვილმა.
თოფაძის განცხადებები არის არამარტო არაადექვატური,არამედ მოაქვთ ზიანი როგორც მისთვის პირადად,ასევე კოალიციის იმიჯისათვის, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ გია ვოლსკიმ.“მე ვთხოვდი მას შეარჩიოს კომენტარები,რომელის ასე მნიშვნელოვანია განსაკუთრებლად არჩევნების წინ“,-აღნიშნა მან.
არჩევნები საგარეჯოში ჩატარდა 2015 წლის ოქტომბერში.კენჭისყრის შედეგად,“ქართული ოცნების“ მმართველი კოალიციის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მიიღო ამომრჩეველთა 49,5% ხმა, გაუსწრო რა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს სულ რაღაც 3,67%-ით.ოპოზიციის აზრით,შედეგებზე იმოქმედა საგარეჯოს რაიონში განლაგებული მუხროვანის ბაზის სამხედრო პირთა არჩევნებში მონაწილეობამ, ასევე იმან,რომ თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა იქ ხმების დათვლის დროს.