ქართველი სტუდენტები შეძლებენ არა მარტო ისწავლონ, არამედ იმუშაონ კიდეც

გამოწერა
საქართველოს მთავრობას მიზნად აქვს დასახული მეტი ყურადღება მიაქციოს ინჟინრების,სოფლის მეურნეობისა და IT-ტექნოლოგიის სპეციალისტების მომზადებას,რადგან მიიჩნევს ამ მიმართულებებს პრიორიტეტულად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.

თბილისი,17 თებერვალი- Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე,რათა ქვეყნის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგოს განათლების სისტემის გერმანული მოდელი. მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა გულისხმობს განათლების სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლას იმისათვის,რომ მეტი ყურადღება მიექცეს პროფესიული განათლების ეფექტურ სისტემას.’’ეს მოდელი მიმართულია ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც უმაღლესების, ასევე პროფესიული კოლეჯების დონეზე. ჩვენ ვვარაუდობთ,რომ სკოლის გამოსაშვები კლასებიც ასევე გახდებიან ამ დიდი ცვლილებეის ნაწილი’’- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტერის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ საინფორმაციო სააგენტოსთან «Новости-Грузия» ინტერვიუში. გერმანული მოდელის ძირითადი პრინციპია დუალური განათლება,რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტს გააჩნია საკმარისი დრო და შესაძლებლობები იმისათვის,რომ სწავლასთან ერთად ჩაერთოს სამუშაო პროცესში,აღნიშნა შარვაშიძემ.

თსუ - Sputnik საქართველო
საქართველო განათლების გერმანულ მოდელზე გადავა

საქართველო გადავა განათლების გერმანულ მოდელზე.“ეს ძალიან მოხერხებული მოდელია საიმისოდ, რომ…მივიღოთ მოთხოვნადი კვალიფიკაცია…ამით ცნობილია ეს გერმანული დუალური მოდელი,რომელიც ძალიან კარგად მუშაობს არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში“,-დასძინა მან. საქართველოს განათლების სამინისტროში თვლიან, რომ სწავლის დროს სტუდენტებმა უნდა მიიღონ ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები. აგრარული და სინჟინრო სექტორი, ასევე IT-ტექნოლოგიები-ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. “მოდელი დამუშავების დონეზეა, მაგრამ გარკვეული ელემენტები უკვე დანერგვის პროცესშია, მაგალითად,საჭირო იყო პროფესიული კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის წესრიგში მოყვანა,შეიქმნა 52 სამოდულო პროგრამა,რომლებიც ითვალისწინებენ საკითხისადმი აბსოლიტურად ახლებურ მიდგომას“,-აღნიშნა შარვაშიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა,რომ ხელისუფლება დააფინანსებს სტუდენტების სწავლას იმ სპეციალობებზე,რომლებიც იქნებიან მოთხოვნადი მომავალში, მათ შორის ვეტერინარები, მეცხოველეობისა და კვების მრეწველობის სფეროს ტექნოლოგიები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0