ფინანსური ზედამხედევლობის სააგენტოს გამო, ევროკავშირისაგან 46 მილიონს ვერ მივიღებთ

© https://www.facebook.com/nbg.gov.geგიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა ერთ ერთი მიზეზია მსოფლიო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების არ არსებობის მორიგი ტრანშებისა და კრედიტების გამოყოფაზე, თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

თბილისი, 17 თებერვალი —Sputnik. საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირისაგან 46 მილიონი ევროს მიღება იმის გამო რომ ეროვნულ ბანკს საზედამხედველო სტრუქტურა გამოეყო, განაცხადა ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის ეთერში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ. 

2015 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ.  სექტემბერში აღნიშნული გადაწყვეტილება შეჩერდა, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის პროცესის დაწყების გამო. 

„წელიწადზე მეტია, ხელი არ გვაქვს მოწერილი სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებაზე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სავალუტო ფონდის მიმოხილვა ვერ სრულდება დღემდე, ეს არის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გატანა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს იყო შეცდომა. გარდა ამისა, ამ საკითხის გამო ვერ ხდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულებას და საქართველოს ვერ იღებს ევროკავშირიდან 46 მილიონ ევროს, რომლის ნახევარი სესხია, ნახევარი კი გრანტი", — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას 2016 წელს ეკონომიისაკენ მოუწოდებს
 

დეკემბრის დასაწყისში მსოფლიო სავალუტი ფონდმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც საიბარია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ მეორე და მესამე მიმოხილვის ფარგლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონოპმისტების დონეზე. ამასთან აღნიშნულია რომ, მხარეებმა უნდა შეათანხმონ რიგი საკითხები, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგია, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის შენარჩუნება, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. 

ამ დასკვნების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსოფლიო სავალუტო ფონდის მეორე და მესამე განხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0