საქართველო აფხაზეთისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიას შემოიტანს

© Личный архив Алексея Ландрэсаენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის დაწევის გამო, მიმდინარე წლის 25 იანვრიდან აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით ღებულობს.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისგან ელექტროენერგიის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა გადაწყვიტა, რომლის მიზანიც აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსებაა, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის დაწევის გამო, მიმდინარე წლის 25 იანვრიდან აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით ღებულობს. გასულ კვირაში კალაძემ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც აფხაზეთს ენგურჰესიდან მიეწოდება, ორ კვირაზეა გათვლილი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: აფხაზეთი ორ კვირაში შესაძლოა უშუქოდ დარჩეს

„შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეული იქნა რუსეთის ფედერაციის დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეულწილად დარეგულირდა“, — განაცხადა კალაძემ.

ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც 1970-იან წლებში აშენდა. დამბებს შორის ამ ტიპის თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამ დროისთვის საწარმოს დადგენილი სიმძლავრეა 1300 მეგაბიტი, რაც საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების ნახევარს ფარავს.

ენგურჰესის კაშხალი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მართვის პულტი — აფხაზურ მხარეზე.

ყველა ახალი ამბავი
0