მინისტრი: საქართველოში პირველადი საჭიროების წამლები გაიაფდება

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის პროგნოზის თანახმად, უახლოეს რამდენიმე კვირაში, პირველადი დახმარების წამლებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. უახლოეს რამდენიმე კვირაში, საქართველოში პირველადი საჭიროების მედიკამენტები გაიაფდება,  განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შრომის  ჯანდაცვისა  და  სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.  2015 წლის შემოდგომაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც პერიოდულად იზომება ფასები მედიკამენტებზე. როგორც აღმოჩნდა, გაჩნდა ფასების ზრდის ტენდენცია, მაგრამ ბოლო თვეში სურათი შეიცვალა პირველი აუცილებლობის წამლებთან დაკავშირებით.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად მედიკამენტების შეძენა განვადებით იქნება შესაძლებელი
 

„ეს განაპირობა სწორად შემუშავებულმა პოლიტიკამ, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა კონკურენციის მხარდაჭერას, მეორეს მხრივ — ხარისხის კონტროლს… უახლოეს კვირებში ყველას ექნება საშუალება დაინახოს ნათელი სურათი იმისა, რომ ამ ჯგუფის მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად მცირდება“, — თქვა სერგეენკომ. 

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან იმ მედიკამენტების ღირებულებას, რომელიც აუცილებელია პაციენტისათვის სტაციონარში, მთლიანად იხდის სახელმწიფო. 


ყველა ახალი ამბავი
0