საქართველოში პირველად მედიკამენტების შეძენა განვადებით იქნება შესაძლებელი

© photo : Pixabay / qimonoმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსხვავებით სტანდარტული განვადებისგან, მომხმარებელი მხოლოდ მედიკამენტის ღირებულებას გადაიხდის, განვადებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს კი ჯიპისი დაფარავს.

თბილისი, 27 — Sputnik. საქართველოში ნოემბრის თვიდან GPC-ის სააფთიაქო ქსელში 100 ლარის ზემოთ ღირებულების მედიკამენტების შეძენა განვადებით იქნება შესაძლებელი, იუწყება ფარმაცევტული კომპანია.

განსხვავებით სტანდარტული განვადებისგან, მომხმარებელი მხოლოდ მედიკამენტის ღირებულებას გადაიხდის, განვადებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს კი ჯიპისი დაფარავს.

„მაგალითად, თუ თქვენი შენაძენი არის 120 ლარი, 6 თვიანი განვადების შემთხვევაში თქვენ გადაიხდით ზუსტად 20 ლარს (120/6) და არცერთი თეთრით მეტს, რადგან ყველა სხვა ხარჯს ჯიპისი დაფარავს“, — ნათქვამია განცხადებაში.

განვადება ვრცელდება ჯიპისის ნებისმიერ აფთიაქში წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, რომლის ღირებულებაც 100 ლარზე მეტია. თანხა შესაძლებელია 3-დან 6 თვემდე პერიოდზე გადანაწილება.

მედიკამენტების შეძენა განვადებით საქართველოს ყველა რეგიონში იქნება შესაძლებელი, აუცილებელია პირადობის დამადასრტურებელი მოწმობის წარდგენა.

სიახლის დანერგვის მიზანი საქართველოს მოსახლეობისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობაა, აღნიშნავენ კომპანიაში.


ყველა ახალი ამბავი
0