თბილისში 2015 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 7,5%-ით გაიზარდა

© telasi.geენერგეტიკა
ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობა თბილისში 16,3 ათას აბონენტით გაიზარდა, რის გამოც ელექტროენერგიის მოხმარება 167 მილიონი კილოვატ საათით გაიზარდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისში 2015 წელს ელექტროენერგიის გამოყენების მაჩვენებელი 2,4 მლრდ კვტ/სთ-ია, რაც 2014 წლის მაჩვენებლზე 7,5%-ით (167 მლნ კვტ/სთ) მეტია, აღნიშნულია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ მასალებში.

„ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის 3%-ით (16,3 ათასი აბონენტით) ზრდამ გამოიწვია”, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ენერგოსადგური - Sputnik საქართველო
ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება ხელისუფლების ძირითადი მიმართულება იქნება

2014 წელთან შედარებით 2015 წელს 7,5%-ით (158 მლნ. კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 273 მილიონი კვტ/სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების  შემცირებამ განაპირობა.

2015 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 826 კმ შეადგინა, რაც 5,1%-ით (233 კმ-ით) აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს (4 593 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

სს „თელასი“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს. კომპანია ემსახურება 524,5 ათას აბონენტზე მეტს. 2003 წლის აგვისტოში „თელასი“ ჯგუფ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს“ მფლობელობაში აქციათა 75%-ია, ხოლო 25% — სახელმწიფოს კუთვნილებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0