პრეზიდენტი აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე პრემიერს შეცვლის

© Пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველშვილი
გიორგი მარგველშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრემიერი მიიწვია, თუმცა გადაწყდა, რომ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი წარადგენს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ვაშინგტონში 2016 წლის გაზაფხულზე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამიტზე საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიიწვია. თუმცა მთავრობის მეთაური ამ ღონისძიებაზე არ წავა.

„მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ქვეყნის პრეზიდენტმა წარადგინოს, შესაბამისად, ამ სამიტზე საქართველოს  პრეზიდენტი გაემგზავრება“, — განაცხადა ფხალაძემ.

სამიტში მონაწილეობის გარდა, მარგველაშვილი ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

სამიტი აშშ-ში 2016 წლის 31 მარტს — 1 აპრილს ჩატარდება. მასზე განიხილავენ ბირთვულ საფრთხეებსა და გზებს გამდიდრებული ურანის გამოყენების შემცირებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0