თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიიწვია, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩატარდება.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მხარდაჭერას უცხადებს და გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულ სამიტზე თავის დროზე ირაკლი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია, რომელმაც 2015 წლის დეკემბერში პრემიერის პოსტი დატოვა. ამ ეტაპზე კი ობამამ მოსაწვევი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს გამოუგზავნა.
„იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად. ვიმედოვნებ, შემომიერთდებით ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტზე, რათა განვაგრძოთ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა“, — ციტირებს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
ობამას განცხადებით, აშშ საქართველოს ევროინტეგრაციას მომავალშიც მხარს დაუჭერს.
სამიტზე, რომელიც 2016 წლის 1 აპრილს გაიმართება, ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.