თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კანონის თანახმად, როდესაც კანონპროექტის ავტორი დოკუმენტს უკან იწვევს, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას წყვეტს.