რელიგიური თემების დასაფინანსებლად 2016 წელს 4მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშიმუსლიმი მლოცველები
მუსლიმი მლოცველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო დაფინანსებით მიღებული თანხა მიმართულია ღვთისმსახურთა ხელფასებსა და მათ რელიგიურ მოღვაწეობაზე, რელიგიური ნაგებობების რესტავრაციაზე, კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებზე.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.სახელმწიფოს მიერ 2016 წელს რელიგიური ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 4 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს, განაცხადა საქართველოს  რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ორშაბათს,  წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

გასულ წელს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისათვის 3 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო.

საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები მიიღო - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები მიიღო
 

ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს მუსულმანთა თემი- 2 მილიონ 200 ათასი ლარი, სომხური აპოსტოლურ-ქრისტიანული თემი — 600 ათასი ლარი, რომის კათოლიკური ქრისტიანული თემი — 400 ათასი ლარი, ებრაული თემი — 300 ათასი ლარი. 

აღნიშნული თანხა მიმართულია ღვთისმსახურთა ხელფასებსა და მათ რელიგიურ მოღვაწეობაზე, რელიგიური ნაგებობების რესტავრაციაზე,  კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებებზე.

2014 წელს საქართველოში დაიწყო რელიგიური თემებისათვის  იმ შენობების დაბრუნების პროცესი, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში სახელმწიფოს საკუთრებაში იყვნენ. ეს პროცესი 2015 წელსაც გაგრძელდა და ამ დროისათვის მუსულმანურ თემს დაუბრუნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 79 მეჩეთი ხოლო ებრაულ თემს — 12 სინაგოგა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0