აშშ საქართველოს ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დროშა
აშშ დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ მზად არის საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. აშშ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ. 

სტატისტიკური მონაცემებით, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულის რიცხვი საქართველოში გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში ოჯახური ძალადობის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 62,26%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: ძალადობა ერთობლივად უნდა დავგმოთ

„საქართველო აღიარებს ამ საკითხების მნიშვნელოვნებას (ოჯახური ძალადობა — რედ. შენიშვნა) და ცდილობს გადაწყვიტოს ისინი. ჩვენ ჩვენის მხრივ მზად ვართ გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება, რაც აუცილებელი იქნება, იმისათვის, რომ  საფრთხის ქვეშ მყოფ ოჯახის წევრებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, — თქვა კელიმ. 

„ოჯახური ძალადობის“ მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წლის ივნისში შევიდა. 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მსგავსი დანაშაულის მკვეთრი ზრდის გამო, მიიღო კანონი რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება, ხოლო 2015 წელს ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0