გაეროს სპეცმომხსენებელი დუბრავკა შიმონოვიჩი საქართველოში ხუთი დღე დარჩება

© Pixabay / Pavlofox ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ანგარიშსა და რეკომენდაციებს მოამზადებს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა შიმონოვიჩი (Dubravka Simonovic) თბილისს ხუთთდღიანი ვიზიტით ეწვია და ქვეყანაში არსებულ ვითარებას გაეცნობა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისის ოფიცერზე დაყრდნობით.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა ცალკე მუხლად 2014 წლის ბოლოს გამოყვეს, რომლის საფუძველიც  ძალადობის ფაქტების მატება გახდა. მაშინ 22 ადამიანი, ძირითადად ქალი გარდაიცვალა.
შიმონოვიჩი საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.
ვიზიტის წინასწარი შედეგების შეჯამებას გაეროს წარმომადგენელი 19 თებერვალს გეგმავს.
ვიზიტის დროს მიღებული მონაცემების საფუძველზე საბოლოო ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება. შიმონოვიჩი ანგარიშს 2016 წლის ივნისში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 21-ე სესიაზე წარადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0