უკრაინაში გრიპის ვირუსით 286 ადამიანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების მირ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა ოდესაში, სადაც ვირუსისგან 40 ადამიანი გარდაიცვალა. კიევში კი ვირუსმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში გრიპის ვირუსით ამ სეზონზე 286 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

გასულ პარასკევს უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 273 ადამიანს აღწევდა.

112 - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის 329 შემთხვევაა დაფიქსირებული

 „ეპიდემიური სეზონის დასაწყისიდან დღემდე, ჩვენს ხელთ არსებული  სხვადასხვა მონაცემებით, ლაბორატორიულად დამტკიცებული 286 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, მათგან 17-წლამდე ასაკის ახალგაზრდა 4-ია და ორიც ორსული ქალი“, — ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.

უწყების მირ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა ოდესაში — 40, კიევში —32, ჩერკასკში — 20, დონეცკსში — 19 და ხაბაროვსკში —17 დაფიქსირდა.

მანადე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცახდა, რომ ვირუსის გააქტიურების მეორე პერიოდი ადრეულ გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

ყველა ახალი ამბავი
0