თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპით დაავადების 329 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 317 — H1N1 (ეგრეთ წოდებული, ღორის გრიპი), ხოლო 12 — H3N2, — განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
საქართველოში წლის დასაწყისიდან ვირუს H1N1-ის გართულებით 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუს H3N2-ს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ცენტრის მონაცემებით, გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამებით დაავადებულთა რაოდენობა წლის დასაწყისიდან ათას კაცზე 248-დან 398 კაცამდე გაიზარდა. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი ათას კაცზე 500 შემთხვევაა.
მედიკოსები თვითმკურნალობისგან თავის შეკავებასა და შეუძლოდ გახდომისთანავე ექიმისთვის მიმართვას გვირჩევენ.