თურქეთის შეჩერება სირიაში საომარი მოქმედებების დაწყებაზე მხოლოდ აშშ-ს შეუძლია

© photo: Sputnik / Talgat Kaliev / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული ტექნიკა
ამერიკული ტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით მხარეები მხოლოდ „იარაღს აჟღარუნებენ“, მაგრამ კონფლიქტმა შესაძლოა ახალი განვითარება მიიღოს, ვარაუდობენ ექსპერტები. სირიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესწავლის ცენტრის დირექტორის სემიონ ბაგდასაროვის აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენებს უკვე სრულფასოვანი ომი შეგვიძლია ვუწოდოთ.

კონსტანტინე კოსაჩოვი - Sputnik საქართველო
კოსაჩოვი: თურქეთი ჩიხშია, არსებობს ომის რისკი

„დარტყმები, რომლებიც ქურთების პოზიციებსა და სირიის არმიაზე ხორციელდება — სწორედ ესაა სრულფასოვანი ომი, აქვეა საუდიტების მიერ თურქულ ავიაბაზა „ინჟირლიკზე“ ოცი თვითმფრინავის გადასროლა“, — მიიჩნევს ექსპერტი.

"თურქული სარდლობა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სახით, სირიის საზღვარზე საკმაოდ ძლიერ შემტევ ჯგუფს უყრის თავს“, — აღნიშნა ბაგდასაროვმა.

„აშშ-მა მკაფიოდ მიგვახვედრა, რომ სირიის არმიის წინააღმდეგ თურქეთის ქმედებებს მხარს დაუჭერს. ამასთან, ბაიდენმა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას თურქეთს ქურთების პოზიციებზე დარტყმის შეწყვეტისკენ მოუწოდა, აშშ მათ მოკავშირეებად განიხილავს“, — განმარტა ბაგდასაროვმა.

„თუ ერდოღანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას მაინც გადაწყვეტს, რუსეთს, როგორც სირიის პარტნიორს, მოუწევს თავისი, როგორც მოკავშირის ვალდებულების შესრულება — შეუტიოს წამოსულ მოწინააღმდეგეს“, — დაასკვნა ექსპერტმა.

ბაგდასაროვის მოსაზრებას გაზეთ „სამხედრო-სამრეწველო კურიერის“ მთავარი რედაქტორი მიხაილ ხოდარენოკიც ადასტურებს: „სცენარი შეიძლება ყველაზე არახელსაყრელი იყოს. სირიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გამორიცხვა არ შეიძლება. სხვა საქმეა მისი მასშტაბები“, — განაცხადა ექსპერტმა.

თუ თურქეთისა და საუდის არაბეთის მხრიდან სამხედრო ქმედებები დაიწყება. ამან შეიძლება სირიაში რუსული ავიაჯგუფის კონფლიქტში „ჩათრევა“ გამოიწვიოს.

„თუმცა, ჯერჯერობით მხარეები მხოლოდ იარაღს აჟღარუნებენ. საქმე მუქარის განცხადებების იქით, ალბათ, მაინც არ წავა, არამედ მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში მანევრებით შემოიფარგლება“, — მიიჩნევს ხოდარენოკი.

ექსპერტის აზრით, თურქული არმია კარგად არის შეიარაღებული და მას რეგიონში ღირსეული მეტოქე არ ჰყავს. „თუ შეიარაღებული ბრძოლა სამხედრო ხელოვნების ყველა მიმართულებით წავა, ქურთებისა და სირიის ჯარები თანასწორ მეტოქეობას ვერ გასწევენ. ერთადერთი, რასაც თურქეთის შეკავება შეუძლია მასშტაბური სამხედრო ოპერაციისგან — ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან ბრძანებაა“, — აღნიშნა მან.

შაბათს თურქულმა არტილერიამ ქურთების თავდაცვის ძალების მებრძოლებს მინეჰის ავიაბაზაზე და მასთან მიმდებარე სოფლის მახლობლად ცეცხლი გაუხსნა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ ამას ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიის მხრიდან თურქეთის საზღვართან დაკავშირებით მუქარაზე საპასუხო ზომა უწოდა და მათგან პოზიციების დატოვება მოითხოვა, რაზეც სირიელი ქურთების პარტიის ლიდერ სალიჰ მუსლიმისგან უარი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0