ევროპის საინვესტიციო ბანკი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 150 მლნ ევროს გამოყოფს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, რომლებიც გასული წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას დაზიანდა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს ინფრასტრუტურის განვითარებისთვის 150 მილიონამდე აშშ დოლარს გამოყოფს — ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

EIB 100 მლნ ლარს გამოყოფს „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტისთვის“, რომლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მცირე პროექტები განხორციელდება.

გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მოდერნიზაციის დაფინანსებას განაგრძობს

თანხები  მიმართული იქნება გზების, ქუჩების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და დედაქალაქში განსახორციელებელი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალმთიანი კურორტების განვითარება. პროექტი 2019 წელს დასრულდება.

გარდა ამისა, EIB მონაწილეობას მიიღებს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 14,1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგოსექტორი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისი საქართველოში 2015 წლის აპრილში გაიხსნა.


ყველა ახალი ამბავი
0