მედვედევი: რუსეთის მოქალაქეებს ნებისმიერი თვალთახედვის ინფორმაციაზე მუწვდებათ ხელი

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს, სადაც ყველანაირი მოსაზრებაა წარმოდგენილი, განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრი არასერიოზულად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ რუსეთის მოქალაქეთა რაღაც ნაწილს თანამედროვე გლობალურ სამყაროში ყველანაირ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება.

 „ინტერნეტში ამ თვალსაზრისით არანაირი რეგულირება არ არის. იქ წარმოდგენილია ყველანაირი მოსაზრება, მათ შორის, პირდაპირ ვთქვათ, ექსტრემისტულიც კი. ამიტომ არასერიოზულად მიმაჩნია, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს „სხვაგვარი“ ტიპის ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება“, — განაცხადა მედვედევმა ტელეარხ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
მედვედევი: ევროკავშირმა კარი გაუღო ძალას, რომელთან გამკლავებაც არ შეგვიძლია

თავისუფალ სიტყვაზე მსჯელობისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამასთან დაკავშირებით ხშირად აკრიტიკებენ და ქვეყანას ამაზე თავისი პოზიცია გააჩნია.

 „პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენთან მრავალი სხვადასხვა მედიასაშუალებაა, რომლებიც ძალზე განსხვავებულ სურათს იძლევიან, მათ შორის ელექტრონული მედიაც. როდესაც ამაზე მეკითხებიან, ყოველთვის ვითარების საკუთარი აღქმის მიხედვით ვპასუხობ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალზე იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს და ვკითხულობ გაზეთებს, პრაქტიკულად, მთელ ინფორმაციას ინტერნეტიდან ვიღებ და ჩვენთან ასეთი ადამიანები უკვე მოსახლეობის ნახევარზე მეტია“, — განმარტა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0