ქვაცაბაია ანტალიის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში დამარცხდა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშისაჩოგბურთო ჩემპიონატზე
საჩოგბურთო ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც თანამემამულე ეკატერინე გორგოძეს ნახევარფინალში მოუგო, გადამწყვეტ მატჩში გერმანელ ანა შეფერთან ორ სეტში დამარცხდა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი სოფიო ქვაცაბაია ტურნირზე ITF Futures-ის სერიიდან ფინალში გერმანელ ანა შეფერთან ორ სეტში დამარცხდა — 3:6, 1:6. ტურნირი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა, აღნიშნულია ITF-ის ოფიციალურ საიტზე.

სასტარტო სეტში ქართველ ჩოგბურთელს პირველმა ჩაწოდებამ უმტყუნა. ქვაცაბაიამ მხოლოდ ქულათა 46% მოიგო მაშინ, როდესაც მისი მეტოქის ეს მაჩვენებელი 70%-ს ჭარბობდა. ასეთი თამაშის შედეგი იყო ის, რომ შეფერმა სამჯერ შეძლო ქართველი ჩოგბურთელის ჩაწოდების მოგერიება და სეტის კომფორტული უპირატესობით მოგება.

ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო
ქვაცაბაია და გორგოძე თურქეთში მიმდინარე ტურნირზე ერთმანეთს შეხვდებიან

მეორე პარტიაში ქვაცაბაიას საქმე უარესად წავიდა. შეფერმა მეორე სეტი მეტი დამაჯერებლობით მოიგო და თან ამისთვის მხოლოდ 39 წუთი დასჭირდა.

ქვაცაბაიასთვის ანტალიის ტურნირის ფინალში გასვლა წელს პირველი იყო. საქართველოს მესამე ჩოგანის ანგარიშზე ITF-ის სერიის ტურნირებზე 10 ინდივიდუალური მოგებაა და 19 — წყვილთა შორის.

ყველა ახალი ამბავი
0