ქვაცაბაია და გორგოძე თურქეთში მიმდინარე ტურნირზე ერთმანეთს შეხვდებიან

© photo: courtesy of Fed Cup by BNP Paribasჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე
ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელები ერთმანეთს შორის გაითამაშებენ საგზურს ITF Futures-ის სერიის ტურნირის ფინალზე, რომელიც ამ დღეებში თურქეთში მიმდინარეობს

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik.ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფია ქვაცაბაია, ერთმანეთს შორის გაითამაშებენ საგზურს ITF Futures-ის სერიის ტურნირის ფინალზე, რომელიც ამ დღეებში თურქეთში მიმდინარეობს. 1?4 ფინალში გორგოძე შეხვდა სომხეთის წარმომადგენელს ანი ამირაგიანს. შეხვედრა ცუდად წარიმართა, რადგან ანგარიშით 5:3 ამირაგიანი მოიხსნა ტურნირიდან ტრამვის გამო,  ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ. 

ჩოგბურთის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
ბასილაშვილმა ბერგამოს ტურნირზე პირველ რაუნდში წააგო

ქვაცაბაიას კი თავის მეოთხედფინალში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ფრანგმა ჟოზეფინ ბუალმა. პირველი სეტის გამარჯვებულის გამოვლენა ტაი-ბრეიკზე მოხდა, სადაც ქვაცაბაია უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მატჩი მის სასარგებლოდ — 7:6, 6:3 დასრულდა. 

ფინალში მეორე საგზურს ერთმანეთს შორის გაათამაშებენ ანე შეფერი გერმანიიდან და ავსტრიის წარმომადგენელი — ჯულია გრაბერი.

ტურნირის საპრიზო ფონდი ანტალიაში 10 ათასი დოლარა.


ყველა ახალი ამბავი
0