თბილისში 14 თებერვალს მამაკაცთა სილამაზის კონკურსი „მისტერ ვალენტინი 2016“ გაიმართება, რომელშიც 17-დან 24 წლამდე ასაკის 26 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.
კონკურსის გამარჯვებული „მისტერ ვალენტინის“ ტიტულთან ერთად, ეგვიპტეში ერთკვირიან საგზურს მიიღებს. ეს კონკურსი საქართველოში მეშვიდე წელია რაც ტარდება. სამოდელო სააგენტო Best Models-ის წარმომადგენლები, რომლებიც კონკურსის ორგანიზატორები არიან, აცხადებენ, რომ მამაკაცთა კონკურსი დროდადრო პოპულარული ხდება. კონკურსანტებს ოფიციალური ჟიური შეაფასებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმებია —გამარჯვებული უნდა იყოს მომხიბვლელი, ჭკვიანი და ლამაზი.
ფინალი სასტუმრო Radisson Blue-ში 20:00სთ-ზე დაიწყება, რომელსაც კულტურისა და შოუ-ბიზნესის წევრები, ბიზნესმენები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

1/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
კონკურსის ყველა მონაწილე გამარჯვებისათვის მზადაა.

2/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
კონკურსანტების შეხვედრა სააგენტო Best Models-ში.

3/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
კონკურსანტები ფინალისთვის ემზადებიან.

4/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
ფორმის შენარჩუნება კონკურსის მონაწილეებისათვის მთავარი მოთხოვნა იყო.

5/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
ფინალამდე კონკურსანტებმა მკაცრი შესარჩევი ტური გაიარეს.

6/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
კონკურსანტები თბილისის ერთ-ერთ ფიტნეს-ცენტრში.

7/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
„მისტერ ვალენტინის“ტიტულის პრეტენდენტები ძალას არ იშურებენ.

8/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
ზოგირეთი კონკურსანტი სპორტულ დარბაზშიც თავის მომხიბვლელობას არ კარგავს.

9/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
კონკურსანტები სარბენ ბილიკზე.

10/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არა მარტო ფიზიკური მონაცემები არამედ განათლება და მომხიბვლელობა იქნება.

11/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
სპორტულ დარბაზში კონკურსანტები დიდ დროს ატარებდნენ.

12/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
ერთ-ერთი კონკურსანტი თავის დაკუნთულ სხეულს დემონსტრირებას უკეთებს.

13/13
© photo: Sputnik / Натия Цирекидзе
კონკურსანტებს ვარჯიშის დროსაც ამაღლებულ განწყობა ჰქონდათ.
