საქართველოში სიყვარულის დღეს "მისტერ ვალენტინს" გამოავლენენ

გამოწერა

კონკურს „მისტერ ვალენტინი 2016“-ის მონაწილეები ფინალისთვის, რომელიც თბილისში 14 თებერვალს — სიყვარულის დღეს გაიმართება, მზად არიან. Sputnik-ის მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში გაიგეთ თუ როგორ ემზადებიან კონკურსანტები.

თბილისში 14 თებერვალს მამაკაცთა სილამაზის კონკურსი „მისტერ ვალენტინი 2016“ გაიმართება, რომელშიც 17-დან 24 წლამდე ასაკის 26 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

კონკურსის გამარჯვებული „მისტერ ვალენტინის“ ტიტულთან ერთად, ეგვიპტეში ერთკვირიან საგზურს მიიღებს.  ეს კონკურსი საქართველოში მეშვიდე წელია რაც ტარდება. სამოდელო სააგენტო Best Models-ის  წარმომადგენლები, რომლებიც კონკურსის ორგანიზატორები არიან, Sputnik-თან საუბრისას აცხადებენ, რომ მამაკაცთა კონკურსი დროდადრო პოპულარული ხდება.  კონკურსანტებს ოფიციალური ჟიური შეაფასებს. შეფასების მთავარი კრიტერიუმებია —გამარჯვებული უნდა იყოს მომხიბვლელი, ჭკვიანი და ლამაზი. ფინალი სასტუმრი Radisson Blue-ში გაიმართება, რომელსაც კულტურისა და შოუ-ბიზნესის წევრები, ბიზნესმენები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.


ყველა ახალი ამბავი
0