მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა

© photo: Sputnik / Эдуард Песов / გადასვლა მედიაბანკშიმიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია მიუნხენში 12-14 თებერვალს ჩატარდა. კონფერენციის საკვანძო თემები სირიაში არსებული ვითარება, ბრძოლა საერთაშორისო ტერრიზმთან და ევროკავშირის მთლიანობის შენარჩუნება იყო.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ბავარიის დედაქალაქში კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა.

„ვიმედოვნებ, რომ გზავნილი, რომელსაც მიუნხენიდან გადავცემთ, მსოფლიოში ვითარების შემდგომ დაძაბვას შეაჩერებს“, — განაცხადა კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა დასკვნით სიტყვაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ევროკავშირმა საქართველოს გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ უნდა შეაფასოს

მიუნხენის კონფერენცია 1963 წელს, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების წარმომადგენელთა სხდომის სახით დაარსდა. ამჟამად ეს საერთაშორისო სადისკუსიო ფორუმია, რომელიც პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ბიზნესმენებს, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან (ნატოსა და ევროკავშირის წევრები, ასევე, მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვანი როლის მქონე სახელმწიფოები — რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და სხვა) კრებს.

საქართველოდან კონფერენციაში სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. პრემიერი მოხსენებით წარდგა თემატურ შეხვედრაზე „სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ“, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 52-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0