თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ინიციატივების განსახილველად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გასვლითი სესიის ოდესაში ჩატარების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.
სააკაშვილმა კვირას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელ ვოლფგანგ იშინგერთან „ანტიკორუფციული ინიციატივების განსახილველად ოდესაში“ გასვლითი სესიის ორგანიზებაზე იმსჯელა.
„ის, რომ ასეთი ავტორიტეტული მსოფლიო ფორუმი ჩვენთან სპეციალურ შეხვედრას ჩაატარებს, ოდესის შემდგომი წინსვლისთვის ძალიან კარგია“, — აღნიშნა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საღამოს ამერიკელმა სენატორებმა ის მიუნხენის ლუდის რესტორან Hofbrauhaus-ში დაპატიჟეს.
უფრო ადრე კიევში ანტიკორუფციული ფორუმი ჩატარდა, რისი ინიციატორიც სააკაშვილი იყო, რომელიც უკრაინის მთავრობას კორუფციის გამო აკრიტიკებს.