ძაგნიძემ პარტია თეირანის ჭადრაკის გრან-პრის ფავორიტთან ყაიმით დაასრულა

© ФИДЕთეირანის გრან-პრი ჭადრაკში
თეირანის გრან-პრი ჭადრაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეირანის გრან-პრის სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 2,5 ქულით რუსი მოჭადრაკე ნატალია პოგონინაა. ნანა ძაგნიძე ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ თეირანის გრან-პრის მესამე ტურში ინდოელ ხამპი კონერუსთან პარტია ყაიმით დაასრულა, იუწყება ფიდეს ოფიციალური ვებგვერდი.

სპეციალისტების აზრით, ტურნირზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერის, ჩინელი ხოუ იფანის არყოფნის გამო, ამჟამინდელი გრან-პრის მთავარი ფავორიტი სწორედ კონერუა.

ამგვარად, სამი სათამაშო დღის შემდეგ ძაგნიძის აქტივშია ორი ქულა. სატურნირო ცხრილში ნატალია პოგონინა ლიდერობს, შემდეგ ადგილზეა ძაგნიძე. რუსი მოჭადრაკის ანგარიშზე 2,5 ქულაა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ძაგნიძემ თეირანის გრან-პრის მეორე ტურში რუსი მოჭადრაკე დაამარცხა

საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც თეირანში ასპარეზობს — ნინო ბაციაშვილმა საანგარიშო ტურში ჩინელ ჟაო ქსიუსთან წააგო.

მეოთხე ტურში ძაგნიძე ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდება, ხოლო ბაციაშვილი — ტურნირის ლიდერს — ნატალია პოგონინას.

თეირანის გრან-პრიზე 12 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი 23 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებული 10 ათას აშშ დოლარსა და 160 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მიმდინარე წელს გრან-პრის ფარგლებში კიდევ ორი ტურნირი — თბილისსა (მაისში) და ჩენდუში (ჩინეთი, ივლისი) გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0