თბილისი, 13 თბილისი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ლიდერმა ნანა ძაგნიძემ თეირანში გამართულ მსოფლიო გრან-პრის მეორე ტურში შავი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინს მოუგო, იუწყება ფიდეს ოფიციალური ვებგვერდი.
ამ გამარჯვების შემდეგ ძაგნიძემ, აქტივში ერთნახევარი ქულით, ლიდერთა ჯგუფში გადაინაცვლა. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რუსი ნატალია პოგოდინააა, რომელმაც თეირანში ორი გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის მონაწილე კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა სააანგარიშო ტურში ჩინელ ჯუ ვენჯუნთან პარტია ფრედ დაასრულა.
მესამე ტურში ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში ნომერ მეორე მოჭადრაკეს, წარმოშობით ინდოელ კონერუს, ხოლო ბაციაშვილი ჩინელ ჟაო ქსიუს შეხვდება.
თეირანის გრან-პრიზე 12 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი 23 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებული 10 ათას აშშ დოლარსა და 160 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
მიმდინარე წელს გრან-პრის ფარგლებში კიდევ ორი ტურნირი — თბილისსა (მაისში) და ჩენდუში (ჩინეთი, ივლისი) გაიმართება.