თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსთან, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოსთან (Giorgio Lazio) შეხვედრისას მზადყოფნა გამოთქვა ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ (Active Endevour) თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ოთხი ხომალდი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა.
„გამოვხატავთ მზადყოფნას გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა და, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, გავზარდოთ სანაპირო დაცვის ჩართულობა როგორც ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ ფარგლებში, ასევე ნატოს–ს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მიმართულებით“, — ციტირებს გიორგი მღებრიშვილის სიტყვებს უწყების პრესსამსახური.
ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ აქტიური ძალისხმევა“ აშშ-ის 2001 წლის ტერაქტების შემდეგ დაიწყო. მაშინ მის ფუნქცია გიბრალტარისა და სუეცის არხის გაკონტროლება იყო. 2004 წლისათვის კი კონტროლის ობიექტი 42 ათასი საზღვაო ხომალდი იქცა.
„აქტიური ძალისხმევის“ პროექტში საქართველოც მონაწილეობს, რომელმაც ნატოსთან ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა.