თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროპაში არაკონტროლირებადი მიგრაცია ტერორიზმთან და რეგიონალურ კონფლიქტებთანაა დაკავშირებული და ეს პრობლემა არა მარტო დასავლეთ ევროპას, არამედ რუსეთსაც ეხება, რომელიც მიგრაციულ ნაკადს ატარებს, განაცხადა რუსეთის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„რეგიონალურ კონფლიქტებთან და ტერორიზმთან გადაჯაჭვულია ისეთი პრობლემაც, როგორიცაა უპრეცედენტო მასშტაბების მიგრაცია“, — განაცხადა მედვედევმა.
„ის (მიგრაცია — რედ.) როგორც დასავლეთ ევროპას, ისე რუსეთს ეხება. და თუ სირიიდან მიგრაცია არც ისე დიდია, სამაგიეროდ, მაგალითად, უკრაინიდან მიგრაცია ჩვენთვის ძალზე მწვავე თემად იქცა“, — დასძინა მან.