თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ტურიზმის განვითარების სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისათვის საქართველო მოწინავე ტურისტული ქვეყანა იქნება, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მსოფლიო სტანდარტების დონეზე მოემსახურება ვიზიტორებს, მიიჩნევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე.
„საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია — 2025“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პროექტია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდება. სტრატეგიის მიზანი — საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
„ჩვენ საქართველოსთვის ახალი ტურისტული ბაზრები აღმოვაჩინეთ, მათგან შეიძლება გამოვყოთ სპარსეთის ყურე… ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ახალი ბაზრები გავხსნათ, მათ შორის ცენტრალური ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში, სადაც საქართველოს ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გასულ წელს მძიმე ეკონომიკურ-პილიტიკური ვითარება იყო, ტურისტული თვალსაზრისით გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა. 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა და 5 მლნ 431 ათას 723 ადამიანი შეადგინა.
„სტრატეგია — ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ტურიზმის განვითარების სამომავლო ხედვებს მოიცავს. მასში განვითარების რამდენიმე მიმართულებაა მოცემული, მათ შორის ტურისტების რაოდენობის გაზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის აუცილებელი პროდუქტების შექმნა“, — ხაზი გაუსვა ჩოგოვაძემ.
2015 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ დაახლოებით უცხოელი მედიის 400-მდე წარმომადგენელი და 150 ტუროპერატორი მიიღო. გარდა ამისა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა 1100-მა ქართველმა სპეციალისტმა გადამზადება ქვეყნის 15 ქალაქში გაიარეს გადამზადება. გასულ წელს საქართველომ 26 საერთაშორისო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა.