თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო გლობალური კონფლიქტების საფრთხეების არსებობამ იქონია გავლენა რუსეთის პატრიარქისა და რომის პაპის შეხვედრის აუცილებლობაზე, განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელი მოეწერა ჰავანის საერთაშორისო აეროპორტში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა და რომის პაპმა ფრანცისკიმ ყველა მორწმუნებს მოუწოდეს, რომ არ დაუშვან ახალი მსოფლიო ომი.
„შეიძლება შეხვედრა სწორად ახლა იმიტომ გაიმართა, რომ მსოფლიოში ძალზე საშიში ვითარებაა შექმნილი, ახალი მსოფლიო ომის საფრთხე არსებობს. რა თქმა უნდა, ამ კრიტიკულმა ვითარებამ აუცილებელი გახადა ამ შეხვედრის არა სამომავლოდ გამართვა, არამედ ახლა და ამ დროს, მიუხედავად იმისა რომ ამ ორ ეკლესიას ბევრ საკითხთან მიმართებით სხვადასხვა ხედვები აქვს, რამაც ჩვენ გაგვყო კიდეც… მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა“, — განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.