ბათუმში ნატოს სამხედრო გემები ჩავიდნენ

© Правительство Аджарииნატოს გემები ბათუმში
ნატოს გემები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო გემები თურქეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ესპანეთიდან მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის მახლობლად საჩვნებელ სწავლებებში.

თბილისი, 12 თებერვალი -Sputnik. ბათუმს ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 4 გემი ეწვია, რომლებიც ბათუმში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ., იტყობინება აჭარის ა/რ მტავრობის პრესსამსახური. 

ჯგუფის შემადგენლობაშია საფლაგმანო გემი TCG CEZAYIRLI GAZI HASAN PASA (თურქეთი) და საზღვაო გამნაღმველი ხომალდები TCG EDREMIT (თურქეთი), ESPS TAMBRE (ესპანეთი), ITS GAETA, BGS SHKVAL (ბულგარეთი) და ROS SLT ALEXANDRU AXENTE (რუმინეთი).  

დახვედრის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა. საზღვაო აკადემიის ორკესტრმა კი შეასრულა საქართველოსა და ნატოს ჰიმნები.

SNMCMG2-ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ჩაატარებს გაცნობითი ხასიათის ვიზიტს პორტში და შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებს, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობას.

Эсминец ВМС Великобритании - Sputnik საქართველო
რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთისა და უკრაინის გემებმა შავი ზღვაში სწავლებები გამართეს

კონტრ-ადმირალის ლაციოს განცხადებით "ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მეტად პოზიტიურ პარტნიორობას, რომელსაც სათავე დაუდო SNMCMG2 — ის წინა ვიზიტმა ბათუმში 2013 წლის სექტემბერში. საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნისა და მჭიდრო თანამშრომლობის ამგვარი შესაძლებლობები აძლიერებს ჩვენი ძალების თავსებადობას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მომავალ თანამშრომლობაში საზღვაო ტერიტორიებზე“.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკიპაჟის წევრები დაათვალიერებენ, ბათუმსა და მის ღისრშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს და გონიოს ციხეს.

ხმელეთზე ვიზიტის დასრულების შემდეგ SNMCMG2-ის გემები ჩაატარებენ წვრთნების სერიას შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც გაზრდის მათ სამძებრო —სამაშველო, აბორდაჟზე აყვანისა და ტაქტიკური მანევრირების უნარ-ჩვევებს და მისცემს შანსს მეზღვაურებს, თვალყური ადევნონ ერთმანეთის გემებზე მიმდინარე ოპერაციებს ეკიპაჟების გაცვლის მეთოდით.


ყველა ახალი ამბავი
0