თბილისი, 8 დეკემბერი —Sputnik. რუმინეთის, აშშ-სა და თურქეთის გემებმა შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში გაერთიანებული სწავლებები PASSEX გამართეს, რომელშიც ასევე მონაწილეობდა უკრაინული სამხედრო საზღვაო ძალების დამხმარე ხომალდი, ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება უკრაინული სამხედრო საზღვაო ძალების პრესსამსახური.
„უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების დამხმარე ხომალდმა “ბალტა“, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში PASSEX ტიპის ერთობლივი წვრთნები გამართა რუმინეთის აშშ-სა და თურქეთის გემებთან“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ სწავლებების დანიშნულება მრავალეროვნული ტაქტიკური შენაერთების შემადგენლობაში ურთიერთქმედების დახვეწაა ნატოს სტანდარტების შესაბამისად.