ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი „Duncan“ შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი „Duncan“ შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა.
ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანი „Duncan“ შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
8-დან 11 ნოემბრემდე ნაღმოსანი რუმინულ პორტ კონსტანცაში იდგება. გემის ეკიპაჟი რუმინეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებსა და შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი „Duncan“ შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. იტყობინება რუმინული მედია. 

 მოსალოდნელია, რომ 8-დან 11 ნოემბრემდე ნაღმოსანი რუმინულ პორტ კონსტანცაში იდგება. გემის ეკიპაჟი რუმინეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებსა და შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში. გარდა ამისა დაგეგმილია ბრიტანეთის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები რუმინელ კოლეგებთან, იტყობინება მედია. 

 საესკადრო ნაღმოსანი აღჭურვილია მართვადი სარაკეტო იარაღით და მისი დანიშნულება საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო საომარი მოქმედებების წარმოებაა ჰაერიდან სარაკეტო დარტყმების აცილების შესაძლებლობით. 

 ბოლო თვეების მანძილზე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნატოს წევრი ქვეყნების გემები შავი ზღვის აკვატორიაში შედიან. ზაფხულში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 23 გემით ატარებდა მასშტაბურ სწავლებებს. ოქტომბერში შავ ზღვაში იმყოფებოდა ამერიკული ნაღმოსანი „პორტერი“ – „არლი ბერკ“ კლასის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივ წვრთნებში. 


ყველა ახალი ამბავი
0