უკრაინაში გრიპის შედეგად 273 ადამიანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Александр Кондратюк / გადასვლა მედიაბანკშიექთანი
ექთანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის ვირუსის შედეგად ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა დარეგისტრირებულია ოდესისი ოლქში - 40 შემთხვევა, კიევში - 31, ჩერკასკში - 17, დონეცკში - 19, ხარკოვში - 15.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში გრიპის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 273-ს მიაღწია, იტყობინება პარასკევს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო. 

მანამდე ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ უკრაინაში გრიპის შედეგად 260 კაცი დაიღუპა. 

„ეპიდემიური სეზონის დასაწყისიდან, ოპერატიული მონაცემებით დარეგისტრირებულია 273 ლაბორატორიულად დადასტურებული ლეტალური შედეგი გრიპის შედეგად, მათგან 4 ბავშვია“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

112 - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის 329 შემთხვევაა დაფიქსირებული

უწყების მონაცემებით, ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა დარეგისტრირებულია ოდესისი ოლქში — 40 შემთხვევა, კიევში — 31, ჩერკასკში — 17, დონეცკში — 19, ხარკოვში — 15. 

მანამდე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ გრიპის მეორე ტალღა უკრაინაში ადრე გაზაფხულზეა მოსალოდნელი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ იგი ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორც იანვარში და რომ ყველაზე უარესი მდგომარეობა სწორედ იანვრის ბოლოს იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0