თბილისი-მოსკოვის რეისი გაზაფხულზე უფრო ძვირი ეღირება

გამოწერა
დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიაბილეთი 215 ლარი (87 დოლარი) ღირს, მაისში კი 570 ლარის (დაახლოებით 255 დოლარი) ეღირება. გაძვირება გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოახლოებით ხსნიან.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მაისში ავიაბილეთები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მნიშვნელოვნად ძვირი ეღირება, — განუცხადა Sputnik-ს ტურისტული სააგენტო ITA Georgia-ს აგენტმა მირცა ჯანაშვილმა.

მაგალითად, თებერვალში თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენა 400 ლარი (დაახლოებით, 162 დოლარი) დაგიჯდებათ, ხოლო მაისის დღესასწაულებზე ეს რეისი უკვე 629 ლარი (დაახლოებით 255 დოლარი) ეღირება.

„დღეს, მაგალითად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ბილეთი 215 ლარად გამოვიწერე. მაისში იგივე მიმართულებით ფრენა დაახლოებით 570 ლარი ეღირება“, — აღნიშნა ჯანაშვილმა.

გაძვირება მან მაისის დღესასწაულებისა და გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოახლოებით ახსნა.
ამ დროისათვის თბილისი-მოსკოვის მიმართულებით სამი ავიაკომპანია დაფრინავს: „აეროფლოტი“, „ციმბირის ავიახაზები“ და „აირზენა — ჯორჯიან ეარვეიზი“.

„ამ პერიოდში ფასების ზრდა სამივე კომპანიაში აღინიშნება. ყოველი წლის 26 მარტიდან გაზაფხული-ზაფხულის სეზონი იწყება, რომელიც 26 ოქტომბერს მთავრდება. ამის შემდეგ დგება შემოდგომა-ზამთრის პერიოდი, როცა ბილეთები შედარებით იაფია“, — თქვა ტურაგენტმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტი მარტში ნაწილობრივ გააუქმებს დღის რეისებს

მისი თქმით, ავიაკომპანიები ხანდახან აქციებსაც აწყობენ და ბილეთებზე ფასებს აკლებენ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის ბილეთის ყიდვა 350 ლარად იყო შესაძლებელი (დაახლოებით 140 დოლარი).

„არის ერთ ან ორდღიანი აქციები, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში, მაგალითად, სააღდგომოდ, სარვამარტოდ, საპირველმაისოდ იაფი ბილეთები არ არსებობს. ეს ყოველთვის ასეა — ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება“, — ხაზი გაუსვა მირცა ჯანაშვილმა.

მოსკოვი-თბილისი ძალიან პოპულარული მიმართულებაა. თებერვლის ბილეთები, პრაქტიკულად, გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან თბილისისკენ მიმავალი მგზავრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე პირიქით, — დაასკვნა ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0