თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტის 1-27 რიცხვებში დღის რეისებზე შეზღუდვები დაწესდება, განუცხადა Sputnik-ს თბილისის აეროპორტის პრესსამსახურის თანამშრომელმა კვირას.
დღის რეისების გაუქამების მიზეზი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია.
"დღის რეისები გაუქმდება, მაგრამ ეს სრულად გაუქმებას არ ნიშნავს. მხედველობაში მაქვს, რომ რეისები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ დილის 8 საათიდან დღის 3 საათამდე და ასე შემდეგ", — განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება, რის გამო დღის რეისები ასევე გაუქმდება აპრილსა და მაისშიც.
"სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები ყოველთვიურად იქნება", — აღნიშნა მან.