ბრიუსელში საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა

© facebook.com/mod.gov.geნატოს ცენტრის გახსნა
ნატოს ცენტრის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ნატოს ერთ-ერთი ახლო პარტნიორია და ალიანსი მზად არის გააღრმავოს ეს პარტნიორობა, თქვა სტოლენბერგმა საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველო განაგრძობს რეფორმებს და ამით უახლოვდება ნატოს, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეუნების მინისტერიალის ფარგლებში. 

"მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — განაცხადა სტოლტენბერგმა.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრმა განმარტა თუ რას ელოდება ნატოს სამიტისგან

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან.

2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0