თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik.საქართველო ნატის ვარშავის სამიტისაგან თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაში დახმარებას ელოდება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათი ხიდაშელმა რომელიც ამჟამად ალიანსის მინისტერიალზე ბრიუსელში იმყოფება.
"ვარშავის სამიტისგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს. როდესაც ჩვენ ამის შესახებ მოვყვებით, არავის უნდა დარჩეს კითხვა, თუ რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რამდენად წინ წაიწია ქვეყანამ არა მხოლოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, — ციტირებს თავდაცვის მინისტრს უქყების პრესსამსახური.
ხიდაშელის თქმით, ამ წუთას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრგში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დადგა.“ ბუნებრივია, როდესაც ამ ზღვაზე სამი წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა გყავს, შეუძლებელია ვისაუბროთ რამე ახალი სისტემის, ახალი არქიტექტურის შექმნაზე ყველას თანამონაწილეობის გარეშე. თანამონაწილე უნდა იყოს ყველა, ვისზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ საკითხმა — ზიანი მიადგეს, ან სარგებელი მიიღოს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი, თანასწორი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის, რომელიც ნატოს ფარგლებში შეიქმნა“,- განაცხადა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.