თბილისის, 11 თებერვალი — Sputnik. აშშ სამხრეთ კორეაში „ვირჯინიას“ ტიპის შემტევი წყალქვეშა გემის SSN-777 „ჩრდილოეთ კაროლინას“ გაგზავნას აპირებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა თანამგზავრთან ერთად გაუშვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით.
„რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა გემი „ჩრდილოეთ კაროლინა“ სამხრეთ კორეაში ჩავა“, — ციტირებს სააგენტო ანონიმური წყაროს სიტყვებს სამხრეთ კორეის დიპლომატიურ წრეში.
ასევე გამორიცხული არაა, რომ სამხრეთ კორეაში ასევე გაიგზავნება „ნიმიცის“ ტიპის ამერიკული ავიამზიდი CVN-74 „ჯონ კ. სტენისი“, რომელიც მარტის თვეში ამერიკა-სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
„სტრატეგიული დანიშნულების საკვანძო ძალების განთავსების გზით ამერიკული სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კორეას გაფრთხილების სიგნალს გაუგზავნიან და კვლავ დაადასტურებენ სამხრეთ კორეის დაცვის მზადყოფნას“, — აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
ჩრდილოეთ კორეის კოსმოსური ტექნოლოგიების კომიტეტმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ წარმატებით განახორციელა რაკეტა-მატარებლის „კვანმიონსონის“ გაშვება თანამგზავრ „კვანმიონსონ-4“-თან ერთად გაშვება. თანამგზავრის ორბიტის სიმაღლე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 494,6-დან 500 კილომეტრამდეა და მას დედამიწის გარშემო შემოვლისთვის 94 წუთი სჭირდება.
რიგი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება შეიძლება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იყოს. ამჟამად გაერსო უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს.