პარტია „უკროპი“ თბილისში შეხვედრებს მართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინული პარტიის წარმომადგენლები საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების გაცნობას აპირებენ.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. უკრაინელი დეპუტატები პარტია „უკროპიდან“ („უკრაინის გაერთიანებული პატრიოტები“) ვიტალი კუპრი და იაროსლავ გრიშინი თბილისში შეხვედრებს მართავენ, განუცხადეს Sputnik-ს პარტიის პრესსამსახურში.

 „ვიზიტის მიზანი საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების გაცნობაა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტში — ევროპული ინტეგრაციის კომიტეტსა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში“, — განაცხადეს პრესსამსახურში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ თქვა უარი სააკაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის დაცვაზე

გარდა ამისა, შეხვედრის შედეგებით, უკრაინელი დეპუტატები ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

პარტია „უკროპი“ 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა. 2015 წლის 12 სექტემბერს პარტიამ განაცხადა, რომ 2015 წლის 25 ოქტომბერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. პარტიამ ქალაქ დნეპროპეტროვსკის მერის კანდიდატად ბორის ფილატოვი წარადგინა, ხოლო კიევის — გენადი კორბანი.

რეგიონული არჩევნების შედეგებით, პარტიამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დეპუტატების რაოდენობით მეშვიდე ადგილი დაიკავა (5%).

დეკემბერში კიევის დნეპროვის რაიონულმა სასამართლომ პარტია „უკროპის“ ლიდერი გენადი კორბანი დააკავა. გამოძიება კორბანს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობაში, თანხების მითვისებაში, ადამიანის მოტაცებაში, ავტომობილის გატაცებაში ადანაშაულებს. ის 2015 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს. კორბანმა საპატიმროში ორი თვე დაჰყო.

ყველა ახალი ამბავი
0