"მიმინოს" სხვა ფინალი ჰქონდა - ვახტანგ კიკაბიძე

გამოწერა

ვახტანგ კიკაბიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ ყველასთვის საყვარელ ფილმ „მიმინოს“ სხვა ფინალი ჰქონდა, რომელიც საბჭოთა ცენზურისთვის მიუღბელი აღმოჩნდა.

„ფილმის ფინალი მთლიანად ამოჭრეს. არადა ფილმი სულ სხვანაირად მთავრდებოდა და ძირითადი აქცენტი სწორედ ფინალზე იყო გადატანილი“, — განმარტა მსახიობმა.

ვახტანგ კიკაბიძე - Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძე: ცხოვრება ხანმოკლეა და მისი გაფუჭება არავისთვის შეიძლება

„ფილმის დასასრულს, როდესაც მიმინო ბოთლის გახსნას ცდილობს, აფორიაქებულია. სტიუარდესა უხსნის მას, რომ იქვე დევს სახსნელი. მიმინო კი პასუხობს: „რატომ მიყვირით?!“ მას სახლში სურს! და შემდეგ მარინას მიმართავს: „თუ გინდა თვითმფრინავიდან ჩამოვალ“ თუ რაღაც ასეთი, ზუსტად არ მახსოვს. გოგონა კი პასუხობს: „არა, არ მინდა“. „მე კი მინდა“. და ის ჩამოდის თვითმფრინავიდან. ფილმში ეს სცენა არ არის“, — განაცხადა კიკაბიძემ.

გარდა ამისა, „მიმინოდან“ ამოღებულია პერსონაჟი სახელად პეტრე. როგორც მსახიობი ყვება, სეცნარის მიხედვით პეტრე მეჯინიბეა და ვალიკოს თხოვს ამერიკული ნალები გამოუგზავნოს. როდესაც მიმინო თვითმფრინავიდან გადმოდის, ამ დროს სცენარის მიხედვით დათოვლილი მთების ფონზე ვალიკოსა და პეტრეს დიალოგია.


ყველა ახალი ამბავი
0