თბილისის „დინამო“ საკონტროლო მატჩს კვლავ იგებს

გამოწერა
„დინამომ“ თურქეთში წინასეზონურ შეკრებაზე ოთხი სატესტო მატჩი ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისის „დინამომ“ ბრატისლავის „სლოვანი“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა. წინასეზონური მატჩი თურქეთში გაიმართა, იუწყება ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
დინამოელები პირველი ტაიმის, ალექსანდრე იაშვილისა და გიორგი ქვილითაიას ზუსტი დარტყმების წყალობით, უკვე 2:0 იგებდნენ.

დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამომ“ თურქეთში სეზონის წინა შეკრების ტურის მატჩი გამარჯვებით დაიწყო

შეხვედრის მეორე ტაიმში იურაი იარაბეკას გუნდმა იმავე ტემპში გააგრძელა და 71-ე წუთზე ანგარიში უკვე 4:0 იყო. გოლები ვახტანგ ჭანტურიშვილმა და ნიკა გელაშვილმა გაიტანეს.

როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, „სლოვანმა“ ორი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ სლოვაკების გოლებს შორის შუალედში გელაშვილმა გოლი კიდევ ერთხელ გაიტანა და დუბლი გააფორმა.

წინასეზონურ შეკრებაზე თურქეთში „დინამომ“ ოთხი სატესტო მატჩი ჩაატარა და ოთხივეში დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვა. ბოლო საკონტროლო თამაში 13 თებერვალს ლვოვის „კარაპტების“ წინააღმდეგ გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 19 თებერვალს განახლდება. პირველი წრის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერია და სატურნირო ცხრილს 40 ქულით ლიდერობს.

ყველა ახალი ამბავი
0